ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Philip Morris International-ის კომპანიების კოლექტიური ჯგუფის აფილირებული წევრი. ჯგუფის ყველა აფილირებული წევრი ჩამოთვლილია აქ, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, სადაც ეს საჭიროა. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, თუ გსურთ ჩვენ მოგვმართოთ.

ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებაზე.

‘Philip Morris International ან PMI ნიშნავს Philip Morris International, თამბაქოს საერთაშორისო წამყვან ჯგუფს. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან აფილირებული პირისაგან.

PMI-ის აფილირებული პირები: Philip Morris International-ის კომპანიების ჯგუფში შემავალი თითოეული წევრიარის „PMI-ის აფილირებული პირი“. „ჩვენ“ (ან „ჩვენს“ ან „ჩვენი“) აღნიშნავს PMI-ის აფილირებულ პირს, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ.

PMI-ის პროდუქტი: ნიშნავს ჩვენი ან PMI-ის აფილირებული პირის პროდუქტს.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.

  • შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ფორმის შევსების გზით, სატელეფონო ზარის განხორციელებით, ან ინფორმაციის ატვირთვით ჩვენთან მობილური აპის საშუალებით).
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია PMI-ის ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას.
  • ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია, როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენს სისტემებთან ან ჩვენ გიკავშირდებით (მაგ. როდესაც თქვენ იყენებთ PMI-ის აპლიკაციას ან ვებსაიტს, ან როდესაც ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ ვაკონტროლოთ თქვენ მიერ ელწერილების და SMS შეტყობინებების მიღება ან გახსნა).
  • ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია სოციალური მედია პლატფორმებიდან, როგორიც არის Facebook ან Twitter, ან სტატისტიკური ინფორმაცია მოსახლეობის შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში).
  • მაგალითად, როდესაც კანონით დაშვებულია, ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ იმ მთლიანი ინფორმაციიდან, რომელსაც ვიღებთ მესამე პირებიდან. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, სტატისტიკურ ინფორმაციას ადამიანებზე გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში.

აღნიშნულ შეტყობინებაში ჩვენ მივუთითებთ ყველა მეთოდს, რომლითაც თქვენ კავშირში ხართ ჩვენთან, როგორც „PMI-ისთან ურთიერთკავშირის წერტილები“. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგ. საცალო გაყიდვები და ღონისძიებები, მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრები), ასევე ციფრულს (მაგალითად, აპები და ვებსაიტები).

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • დარეგისტრირდებით, რათა იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (ერთგულების პროგრამების ჩათვლით), რომელიც მოიცავს ასაკის შემოწმებას (მაგალითად,პირადად, აპის მეშვეობით ან ონლაინ);
  • მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ასაკის ამოცნობას (ეს შეიძლება იყოს თქვენი სახის კომპიუტერული ანალიზი აპის მეშვეობით ან ონლაინ);
  • შეისყიდით PMI-ის პროდუქტებსა და მომსახურებას ჩვენი საცალო გაყიდვის ობიექტებში;
  • ჩამოტვირთავთ, ან გამოიყენებთ PMI-ის ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს (მაგ. აპი ან ვებსაიტი);
  • დაგვიკავშირდებით ურთიერთკავშირის წერტილის, ელფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • დაარეგისტრირებთ მოწყობილობას ჩვენთან;
  • გახდებით PMI-ის პანელის პორტალის გამომწერი;
  • დარეგისტრირდებით, რათა მიიღოთ PMI-ის პრეს-რელიზები, ელფოსტის შეტყობინებები ან მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • მონაწილეობას მიიღებთ PMI-ის გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) PMI-ის შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას. ამის გაზიარება შესაძლებელია ინტერნეტით, პირდაპირი კავშირის ან ჩვენი ერთ-ერთი აპის მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.

ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • ეწვევით ჩვენს გაყიდვის ობიექტს, რომელიც ყიდის PMI-ის პროდუქტებს (მაგ. შესყიდვისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შეგროვება, ან გაყიდვის ობიექტში არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ (მაგ.ღონისძიებაზე განხორციელებული შესყიდვის დროს ან ღონისძიებაზე არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება მობილურ მოწყობილობას);
  • კომუნიკაცია გაქვთ ჩვენთან (მაგალითად, ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენებით; ან სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით);
  • PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას (მაგ. არსებული აღრიცხვის მექანიზმების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები), სადაც ჩვენ ვიყენებთ მათ, რასაც თქვენ იღებთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას ან ჩვენგან ელწერილის ან SMS-ის მიღებისას);
  • მესამე მხარის ვებსაიტების გამოყენებისას (მაგალითად, ზემოთ მოცემულ პარაგრაფში აღწერილის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც იღებთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილის მონახულებისას ან ჩვენგან ელწერილის მიღებისას); ან
  • ჩვენ მიერ გამოწერილ სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას (მაგალითად, ისეთი სახით, რომ საჯარო მოსაზრება ჩვენთვის გასაგები იყოს ან PMI-ის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე პასუხის დროს).

ჩვენ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ქუქი-ფაილების დაურთიერთკავშირის წერტილებზე არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიც არის ვებ შუქურები/პიქსელები), რომელსაც იღებთ, როდესაც ეწვევით ციფრული PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებს ან მიიღებთ ელწერილს ჩვენგან. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილზე. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებზე გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთკავშირის წერტილში ან მისი გამოყენებისას. ეს ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს Google ანალიტიკის ქუქი-ფაილებს (იხილეთ www.google.com/policies/privacy/partners/.)

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს PMI-ის აფილირებულ კომპანიებს შორის გაზიარებულ ინფორმაციას, საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილის ინფორმაციას (როგორიც არის თქვენი უპირატესობები და ინტერესები) მესამე პირის სოციალურ მედია საიტებზე (როგორიც არის Facebook და Twitter), მარკეტინგულ სიებს და მესამე მხარის სააგენტოებისგან შეძენილ დამატებით ინფორმაციას.

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ იმ ინფორმაციიდან, რომელიც უკვე გვაქვს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ კრებსითი ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან, თქვენი უპირატესობებიუპირატესობების დასადგენად.

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც თქვენთვის თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რათა შევასრულოთ თქვენი შეკვეთები
  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ საგარანტიო მომსახურება
  • ინფორმაცია თქვენ მიერ გაკეთებული მიმართვების შესახებ
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ფორმებისა და გამოკითხვების შევსებით და მსგავსი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით მესამე პირებს ჩვენთვის გადასაცემად
  • ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც თქვენ ირჩევთ მის გაზიარებას (მაგ. თქვენს მობილურ ტელეფონზე)
  • ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების სტუმრობის შესახებ (ან სხვა გაყიდვების ობიექტებში ან ღონისძიებებზე, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ)
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით საკონტაქტო ცენტრებთან კომუნიკაციის დროს (მაგ. სატელეფონო ზარების, საუბრების, გამოგზავნილი ელფოსტის და შეტყობინებების მეშვეობით)
  • ინფორმაცია თქვენი უპირატესობებიუპირატესობებისა და ინტერესების შესახებ (მათ შორის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა ინფორმაციიდან, მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაციიდან)
  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენი ასაკის შესამოწმებლად
  • თქვენი ელექტრონული მოწყობილობის მიერ გენერირებული ინფორმაცია (მაგალითად, IQOS), თუ თქვენ გადაწყვეტთ მის ჩვენთვის გაზიარებას
  • ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენების თქვენი გამოცდილების შესახებ
  • სტატისტიკური ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში)

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:

  • თუ თქვენ ჩვენგან შეიძენთ პროდუქტს ურთიერთკავშირის წერტილის მეშვეობით, თქვენ მიუთითებთ თქვენ სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, ბილინგის მონაცემებს, გადახდის მეთოდებს და თქვენ მიერ არჩეულ პროდუქციას, თქვენი შეკვეთის შესასრულებლად;
  • თქვენ შესაძლოა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ინტერესებსა და პროდუქტის უპირატესობებზე, რათა შემდგომ ჩვენ შემოგვთავაზოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტი და მომსახურება ჩვენი პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
  • თუ თქვენ დანიშნავთ შეხვედრას ჩვენთან (ან ისეთ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქტებსა და მომსახურების მხარდაჭერას), ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ წვდომა თქვენს სახელზე და საკონტაქტო ინფორმაციაზე;
  • ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ თქვენი წლოვანება, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან თქვენი სახის სურათი (ფოტოს ან ვიდეოს სახით);
  • თუ ჩამოტვირთავთ ჩვენს ერთ-ერთ აპლიკაციას, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი ადგილმდებარეობის გამოყენება (მაშინაც კი, როცა აპი დახურულია ან არ გამოიყენება) გარკვეული ფუნქციებისთვის. მაგალითად „იპოვე ჩემი IQOS” ფუნქცია გეხმარებათ იპოვოთ თქვენი მოწყობილობა დაკარგვის შემთხვევაში და ის არ იმუშავებს გამართულად, თუ ადგილმდებარეობას არ გააზიარებთ. ჩვენ არ ვინახავთ ადგილმდებარეობის მონაცემებს. ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ფუნქციების დასაშვებად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეთანხმებით ამ მონაცემების გაზიარებას შესაბამის აპში და გამჟღავნებაზე დათანხმებით;
  • თუ თქვენ დაუკავშირდებით ჩვენს ერთ-ერთ საკონტაქტო ცენტრს, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი გამოცდილების შესახებ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენების შესახებ, რათა მოგვეცეს საშუალება დავამუშაოთ თქვენი მოთხოვნები.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გაგზავნას. ეს შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას PMI-ის ელექტრონული მოწყობილობისთვის: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მფლობელის სერიული ნომერი, დამტენის სერიული ნომერი, მიკროპროგრამის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა სახარჯო ერთეულების რაოდენობა (მაგ. IQOS მოწყობილობისთვის), გაწმენდების რაოდენობა, ბატარეის გამოყენება, ნაფაზების რაოდენობა და მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლიობის მონაცემები (კუმულაციური მნიშვნელობების და დროის ანაბეჭდების ჩათვლით, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის)).

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:

  • მონაცემებს თქვენი ვიზიტის ან ზარის შესახებ (მაგალითად დრო, თარიღი და ხანგძლივობა);
  • თქვენი ზარების ან ვიზიტების ჩანაწერები (სადაც ეს ნებადართულია) PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებში, რომლებიც შეიძლება გავშიფროთ ტექსტურ ფორმატში;
  • რა სიხშირით, რომელ ტერიტორიაზე და რა დროის განმავლობაში სტუმრობთ გაყიდვების ობიექტებს ან ღონისძიებებს (მათ შორის უშუალო სიახლოვეში) და თქვენი შენაძენების შესახებ;
  • მონაცემებს თქვენ მიერ ციფრული PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაცია თქვენ მიერ გახსნილი ვებ-გვერდების შესახებ, ინფორმაცია იმ ვებ-გვერდების შესახებ, რომელთაგანაც მოხდა თქვენი გადმომისამართება და ის ვებ-გვერდები, რომლებზეც თქვენ გადახვედით გვერდის დატოვებისას, სიტყვები, რომლებიც თქვენ შეიყვანეთ საძიებო ველში და ბმულები, რომლებსაც თქვენ დააჭირეთ ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენების დროს, რამდენ ხანს იყენებთ მას და როგორ ურთიერთობთ შეტყობინებებთან, რომლებსაც ჩვენ გიგზავნით ან რეკლამებთან, რომლებსაც გაჩვენებთ); ამ მიზნით ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები (როგორიცაა პიქსელები/ვებ შუქურები) ;
  • თქვენ მიერ მესამე მხარის ვებსაიტების გამოყენება, სადაც შეგროვებული ინფორმაცია იქნება ზემოთ მოცემულ პუნქტში აღწერილის მსგავსი (ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები (როგორიცაა პიქსელები/ვებ-შუქურები) );
  • თქვენი მობილური ან სტაციონარული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა (როგორიცაა თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის უნიკალური იდენთიფიკატორი (მაგალითად, მობილური რეკლამის იდენტიფიკატორი (MAID) ან Android ID (SSAID)), მონაცემები მდებარეობის შესახებ (ან თქვენი ზოგადი მდებარეობა (თქვენი IP მისამართიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, იქნება ზოგადი, მაგ. ქალაქი, სადაც იმყოფებით), ან თქვენი ზუსტი მდებარეობა (თუ გადაწყვეტთ მის გაზიარებას განსაზღვრული მიზნებისთვის, მაგ. მაღაზიის ლოკატორი)), მოწყობილობის ბრენდი და მოდელი, ეკრანის პარამეტრები თქვენი მონიტორისთვის, ვებ ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, (ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრული თითის ანაბეჭდისთვის (იხილეთ თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ქვემოთ)) და ნებისმიერი ქუქი-ფაილების (ან მსგავსი ტექნოლოგიების) დეტალები, რომლებიც შეიძლება ინახებოდეს თქვენს მოწყობილობაზე); და
  • თუ თქვენ დაგვიბრუნებთ თქვენს PMI-ის ელექტრონულ მოწყობილობას, ან მიიტანთ მას ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში, რადგან ის გაუმართავია და გადაწყვეტთ გაგვიზიაროთ მასში არსებული მონაცემები (როგორც ზემოთ), ჩვენ შესაძლოა ამოვიღოთ ეს მონაცემები მოწყობილობიდან.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე პირებისგან, ზოგადად მოიცავს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას (როგორიც არის უპირატესობები, ინტერესები და გამოცდილებები), მაგალითად, სოციალურ მედიაში თქვენ მიერ გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.

რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას?

აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო შეტყობინება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მიზნებისთვის, როგორიცაა თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქტების მომხმარებლის ასაკისა და სტატუსის შემოწმება
  • მოგაქირავოთ ან მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც გულისმობს თქვენი შეკვეთების შესრულებას და გადახდების დამუშავებას
  • მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო და მხარდაჭერის მომსახურებით უზრუნველყოფას
  • ჩვენს პროდუქტებს რეკლამისთვის (სადაც ეს დასაშვებია კანონით), რაც მოიცავს ერთგულების პროგრამების ადმინისტრირებას, პროდუქციის გაუმჯობესებას, ბაზრის კვლევას (და ბაზრის კვლევაში სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით), მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას, მარკეტინგული კამპანიების ადმინისტრირებას და გაყიდვების ობიექტებისა და ღონისძიებების თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მორგებას, მაგალითად, ობიექტებში, სადაც იყიდება PMI-ის პროდუქცია და ჩვენ მიერ გამოგზავნილ შეტყობინებების შინაარსს ან რეკლამებს
  • გასაგებად, კვლავ ხართ თუ არა ჩართული ჩვენს მარკეტინგულ აქტივობებში და გსურთ თუ არა მისი მიღების გაგრძელება
  • რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ PMI-ის პროდუქტების მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ
  • საშუალება მოგცეთ გამოიყენოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების მიმართ
  • ყოველივე ზემოხსენებულის მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის თქვენი ანგარიშების ადმინისტრირება, თქვენ მიერ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების უზრუნველყოფა, თქვენთან შეთანხმებით დავგეგმოთ თქვენი შეხვედრები ჩვენთან ან იმ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას (მაგალითად, ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით ან გაყიდვის შემდგომი მომსახურება), მოვარგოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან თქვენი გამოცდილება, თაღლითობის აღკვეთა (მაგალითად, ჩვენი აქციების, კონკურსებისა და გამოკითხვების კონტექსტში იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ერთზე მეტჯერ არ იქნეს მიღებული ერთი და იმავე პირის მიერ, ან ელექტრონული კომერციის კონტექსტში ბარათის მფლობელის ინფორმაციის დასაცავად), პერსონალის მომზადება და ხარისხის კონტროლი, ადმინისტრირება და პრობლემების მოგვარება
  • ბიზნეს ანალიტიკის, სტატისტიკური და სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის PMI-ის პროდუქტების გაუმჯობესებისთვის (PMI-ის ელექტრონული მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემებისთვის ეს მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინფორმაციის გამოგზავნა ჩვენთვის ამ მიზნებისთვის) და მომსახურებები, სავაჭრო ობიექტები და ღონისძიებები და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს
  • სხვა მიზნებისათვის, რომელთა შესახებაც თქვენ შეგატყობინებენ ან ისინი ნათელი იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც მოხდება თქვენ შესახებ ინფორმაციის პირველადი შეგროვება

თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგიდან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება განყოფილებაში „გაიგეთ მეტი“):

  • იმ სამართლებრივი ვალდებულებების დაცვა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე;
  • იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომლის მხარესაც წარმოადგენთ თქვენ;
  • კანონიერი ბიზნეს ინტერესი, რომელიც არ აბათილებს ინფორმაციის დაცვის თქვენ ინტერესს;
  • თუ არცერთი ზემოხსენებული არ ვრცელდება, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელიც მოთხოვნილი იქნება სანამ ჩვენ დავამუშავებთ ინფორმაციას).

 

მიზნები, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

1. მიზანი

2. ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის

3. რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა

4. ეთქვენი, როგორც ჩვენი პროდუქტების მომხმარებლის სტატუსისა და ასაკის დადასტურება (ქვეყნიდან და PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ხელით განხორციელებული ან ავტომატური პროცესი; ზოგიერთ ქვეყანაში თქვენ ატვირთავთ ან მოგვცემთ წვდომას თქვენი სახის სურათთან (ფოტო/ვიდეო), რომელსაც კომპიუტერები შეაფასებენ თქვენი ასაკის ავტომატურად დასადგენად (მაგრამ თქვენი იდენტიფიკაციის გარეშე)).

5. აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან.

6. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან იგი აუცილებელია ჩვენთვის, რათა დავიცვათ პროდუქციის მხოლოდ სრულწლოვანი პირისათვის მიყიდვის სამართლებრივი ვალდებულება, ან ისეთ ქვეყნებში ვიყენებთ, სადაც ამგვარი ვალდებულება არ არსებობს, რადგან ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მივყიდოთ პროდუქცია მხოლოდ სრულწლოვან პირებს და ეს ინტერესი აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს დაცული იყოს ინფორმაცია თქვენ შესახებ.

7. მივაქირავოთ ან გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია

8. იშევასრულოთ თქვენი შეკვეთები (მათ შორის გამოვაგზავნოთ ქვითრები)

9. ედავამუშაოთ თქვენი გადახდები

10. ასაგარანტიო მომსახურების და მხარდაჭერის უზრუნველყოფა

11. აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან (ჩვეულებრივ, სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საგადახდო ინფორმაცია).

12. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას თქვენთან, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველთან დაკავშირებით, ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

13. გაყიდვასთან დაკავშირებული და პროდუქტის მხარდაჭერის მომსახურებების უზრუნველყოფა

14. ადავაკმაყოფილოთ თქვენი შეკითხვები და მოთხოვნები და ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით

15. აგვქონდეს თქვენთან მიმოწერა

16. ვზოგადი ადმინისტრირება და სისტემური პრობლემების მოგვარება

17. ოერთგულების პროგრამების ადმინისტრირება

18. აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირდაპირ თქვენგან, მაგრამ შეიძლება გაერთიანდეს იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ (მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) თქვენი PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების და ჩვენ მიერ გაგზავნილი ელწერილების მონიტორინგისთვის) და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის; და (სადაც კანონით ნებადართულია) ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან (როგორიცაა საჯარო სოციალური მედიის პოსტები).

19. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი უზრუნველვყოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება და აღნიშნული ინტერესი აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, დაცული იყოს ინფორმაცია თქვენ შესახებ.

20. ჩვენი პროდუქტების მარკეტინგი (სადაც ეს დასაშვებია კანონით)

21. ვგავიგოთ თქვენი უპირატესობები (მაგალითად, რომელმა პროდუქციამ ან ღონისძიებებმა შეიძლება დაგაინტერესოთ, ან რომელი მათგანი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს) და სადაც ეს კანონით არის დასაშვები, განვახორციელოთ პირდაპირი მარკეტინგი თქვენს მიმართ პერსონალურად

22. გავიგოთ, ხართ თუ არა ჩართული ჩვენს მარკეტინგულ აქტივობაში და გსურთ თუ არა მისი მიღება

23. აადმინისტრირება გავუწიოთ ერთგულების და რეფერალების პროგრამებს

24. დმოგიწვიოთ თქვენ, რათა მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვებსა და ბაზრის კვლევის კამპანიებში და მოახდინოთ მათი ადმინისტრირება

25. ობაზრის კვლევისათვის და ბაზრის კვლევის სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირებისთვის

26. აშევიმუშაოთ მარკეტინგული სტრატეგიები

27. ევმართოთ მარკეტინგული კამპანიები

28. მთქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან მიმართებაში (მაგალითად, პერსონალიზაცია გავუწიოთ თქვენს ვიზიტებს, როგორიცაა მისალმებები ან შეთავაზებები, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ)

აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო და სოციალური მედიის ინფორმაცია), ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგ. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) ჩვენგან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და ელექტრონული შეტყობინებების (მაგ. ელფოსტა და SMS) გამოყენების მონიტორინგისთვის (მაგ. ელწერილები და სმს-ები) და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაზე).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ:

ვჩვენ მიღებული გვაქვს თქვენი თანხმობა ამის გაკეთებაზე (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე); ან

ვგვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას, მოვახდინოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების ოპერირება და თქვენს პირად მოთხოვნებს მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ისეთი გზებით, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

რეკლამირება გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით)

ემოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგის შესახებ: PMI-ის აფილირებული პირები, მათი წამახალისებელი აქციები, პროდუქტები და მომსახურებები, გაყიდვის ობიექტები, ღონისძიებები და ჩვენი პროდუქციის რეგულაციები, და მათი მართვის შესახებ.

რმოვარგოთ ჩვენთან დაკავშირებული თქვენი მარკეტინგული გამოცდილება, მაგალითად, მორგებული შეტყობინებებით და შეთავაზებებით, რომლებსაც გიგზავნით, ან რეკლამებით, რომლებსაც გიჩვენებთ

ოშევიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ აღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებადი ინსტრუმენტები

აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო და სოციალური მედიის ინფორმაცია), ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) თქვენ მიერ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და ჩვენგან მიღებული ელექტრონული შეტყობინებების (მაგ. ელფოსტა და SMS) გამოყენების მონიტორინგისთვის და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგ. თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაში და სტატისტიკური ინფორმაცია).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას იმ საფუძვლით, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მოვახდინოთ აღნიშნული ნივთების მარკეტინგი, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს კანონით არის გათვალისწინებული, ჩვენ მოგაწვდით აღნიშნულ მასალას ელექტრონული ფორმატით მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება

საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების მიმართ

ეს ინფორმაცია, თუ თქვენ გადაწყვეტთ მის ჩვენთვის გამოგზავნას, გამოგვეგზავნება პირდაპირ მოწყობილობის ინტერნეტთან კავშირიდან, ან ჩვენი ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ.

აღნიშნული შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (მაგ. დამჭერის სერიული ნომერი, დამტენის სერიული ნომერი, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა HEET თამბაქოს ღერების რაოდენობა (IQOS მოწყობილობებისთვის), გაწმენდის რაოდენობა, ბატარეის მოხმარება, გაბოლების რაოდენობა და მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მონაცემები (თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის, კუმულაციური მნიშვნელობებისა და დროის მომენტების ჩათვლით)).

ჩვენ მას ვიყენებთ იმის საფუძველზე, რომ (ა) გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მოგაწოდოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობები და უზრუნველგყოთ ამ მხარდაჭერით, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.; ან (ბ) თქვენ გაეცით თანხმობა მის გამოყენებაზე (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).

ყველა ზემოხსენებული მიზნის უზრუნველყოფა

ვადმინისტრირება გავუწიოთ თქვენს ანგარიშებს

დუზრუნველვყოთ, რათა თქვენ გამოიყენოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები (მაგ. ნება დაგრთოთ დარჩეთ შესული ურთიერთკავშირის წერტილების ისეთ განყოფილებებში სისტემაში, რომლებიც დარეზერვებულია მხოლოდ ავტორიზებული წევრებისათვის, ვმართოთ თქვენი ენობრივი პრეფერენცია, უზრუნველვყოთ თქვენთან ასოცირებული სავაჭრო კალათა, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილის გარკვეული მახასიათებლების ჩართვა, მაგ. ფუნქცია „იპოვე ჩემი IQOS“ (სადაც ირჩევთ თქვენი მდებარეობის გაზიარებას))

წგვქონდეს თქვენთან მიმოწერა

ვდავგეგმოთ თქვენი შეხვედრები ჩვენთან ან რომელიმე ისეთ პირთან, რომელიც ახორციელებს ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების მხარდაჭერას (მაგალითად, ახალ პროდუქტებთან ან გაყიდვის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებით)

აგავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება

ათაღლითობის პრევენცია (მაგალითად, ჩვენი აქციების, კონკურსებისა და გამოკითხვების კონტექსტში, იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ერთზე მეტჯერ არ იქნა მიღებული ერთი და იმავე პირის მიერ, ან ელექტრონული კომერციის კონტექსტში ბარათის მფლობელის ინფორმაციის დასაცავად)

ოპერსონალის ტრენინგი და ხარისხის კონტროლი (მათ შორის, ზარების ჩანაწერების ტრანსკრიფციების გამოყენება საკონტაქტო ცენტრებში აგრეგირებული ინფორმაციის მისაღებად) და ადმინისტრირება და პრობლემების მოგვარება

აღნიშნული, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (როგორც წესი, სახელი და კოდური სიტყვა (ან მისი ექვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები, თითის ციფრული ანაბეჭდი, როგორც ზემოთ არის აღწერილი, და (სადაც ნებადართულია) თქვენი ზარების ჩანაწერები (და ამ ჩანაწერების ტრანსკრიფცია) ან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებში ვიზიტები).

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმის საფუძველზე, რაც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს, რათა უზრუნველვყოთ შესყიდვა ან უზრუნველვყოთ გაყიდვის შემდგომი მომსახურება, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის მიმართ არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; იმ დროს, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს, რათა გაჩვენოთ ჩვენი პროდუქტები, ჩვენ უზრუნველვყოფთ გაყიდვებს და აღნიშნულს ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით და ა.შ.

ბიზნეს ანალიტიკა და გაუმჯობესებები

იჩვენ ან ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს უფლება ჰქონდეთ შეგატყობინონ PMI-ის პროდუქციის წამახალისებელ აქციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებზე

ვბიზნეს ანალიტიკის, სტატისტიკური ან სამეცნიერო მიზნებისთვის (მათ შორის PMI-ის პროდუქციის გაუმჯობესებისთვის (ელექტრონული მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემებისთვის, ეს მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინფორმაციის გამოგზავნა ჩვენთან ამ მიზნებისთვის), ასევე სერვისების, გაყიდვის ობიექტების, რომლებიც ყიდიან PMI-ის პროდუქციას, ღონისძიებების, PMI-ის ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების და ინფორმაციის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს)

აღნიშნული, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (როგორიცაა ინფორმაცია თქვენი მიმოწერიდან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან; ან დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგ. თქვენი ასაკი, სქესი და ქალაქი, სადაც ცხოვრობთ); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობიდან (რომელიც, PMI ელექტრონული მოწყობილობებისთვის, შეიცავს ინფორმაციას თქვენი ელექტრონული მოწყობილობისა და მისი გამოყენების შესახებ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას გარკვეული მონაცემების გამოყენებაზე, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს ამ მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე თანხმობა გაქვთ მოცემული); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მესამე პირებისგან. იქ, სადაც ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი ტიპის ინფორმაცია ამ კატეგორიებიდან, ჩვენ მათ გავაერთიანებთ ჩვენი ანალიზის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ:

ვჩვენ გვაქვს თქვენი თანხმობა ამის გაკეთებაზე (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე); ან

აგვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ ბიზნეს საქმიანობა, ჩვენი პროდუქტები, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები, გაყიდვის ობიექტები და ღონისძიებები და მოვიწვიოთ სხვები, რათა ისინიც ჩაერთონ PMI-ის პროდუქციის რეკლამირებაში, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

თუ ჩვენ თქვენ შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, ინფორმაციის დამუშავებამდე, ჩვენ წინასწარ მოგმართავთ თანხმობის მისაღებად აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა მიზნებისთვისაც. ასეთი გარემოების არსებობისას ჩვენ მოგაწვდით პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებით შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება უნდა განხილული იქნეს აღნიშნულ შეტყობინებასთან ერთად.

ვისთან ვაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:

  • PMI-ის აფილირებული პირები;
  • მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ PMI-ის აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით;
  • PMI-ის აფილირებული პირების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის დამკვეთი პირები (ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროებში ან მათ გამოსახულებასა და სტილთან დაკავშირებით), იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება ისეთი შეთავაზებების გასაკეთებლად, რომლებიც მათი აზრით დაგაინტერესებთ თქვენი უპირატესობებიუპირატესობების გათვალისწინებით; და
  • სხვა მესამე პირებს, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით.

ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამრიგად, სადაც კანონი გვავალდებულებს თქვენი თანხმობის მიღებას, ჩვენ პირველ რიგში მოვითხოვთ მას.

ინფორმაციის გაზიარება სხვა PMI-ის აფილირებულ პირებთან

  • ინფორმაცია თქვენ შესახებ გაზიარებულ იქნება Philip Morris Products S.A.-თან (დაფუძნებული ნევშატელში, შვეიცარია), რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ცენტრალური ადმინისტრირების ადგილს PMI-ის აფილირებული პირებისათვის. Philip Morris Products S.A. თქვენ შესახებ ინფორმაცია დაამუშავებს აღნიშნულ შეტყობინებაში ზემოთ მითითებული მიზნებისათვის.
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებული იყოს PMI-ს იმ აფილირებულ პირთან, რომელიც პასუხისმგებელია იმ ქვეყნისათვის, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ (იმ შემთხვევაში თუ PMI-ის აფილირებული პირი არ იყოს ის პირი, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ); თქვენ შესახებ ინფორმაცია შესაძლოა დამუშავებულ იქნეს აღნიშნულ შეტყობინებაში ზემოთ მითითებული მიზნებისათვის.
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნეს ყველა იმ PMI-ის აფილირებულ პირთან, რომელთანაც თქვენ გაქვთ შეხება (მაგალითად, ისე შემთხვევაში როდესაც თქვენ მოგზაურობთ და გაინტერესებთ სად შეიძლება PMI-ს პროდუქციის შეძენა ახალ ქვეყანაში, ან სად შეიძლება მოძიებულ იქნეს მომსახურება ან მხარდაჭერა PMI-ს პროდუქციისთვის) იმისათვის რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება თქვენს მიმართ.
  • დეტალური ინფორმაცია PMI-ის აფილირებულ პირებზე და მათი დაფუძნების ქვეყნებზე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ იაპონიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით იაპონიაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის PMI-ის სხვა აფილირებულ პირებს იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, Philip Morris Japan Limited აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ მათგან, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს. გარდა ამისა, თუ ისინი მდებარეობენ იაპონიის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

ჩვენ შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ მესამე პირებთან რომლებიც წარმოადგენენ PMI-ის აფილირებულ პირებს ან უზრუნველგყოფენ თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, მრჩეველები, საგადახდო მომსახურების გამწევი პირები, მიმწოდებელი პირები, საცალო გაყიდვის ობიექტები, პროდუქტის სპეციალისტები, საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები პირები და ასაკის შემოწმების პროვაიდერები).

მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ PMI-ის აფილირებული პირების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორებს და რეკლამის დამკვეთ პირებს (ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენ მიერ შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს პროდუქციასთან, მაგალითად იმის გამო, რომ მათ აქვთ მსგავსი გამოსახულება, სტილი ან ფუნქციონალობა) იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება იმ პროდუქციის, მომსახურების და რეკლამების შემოთავაზებისთვის, რომელმაც, მათი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ თქვენი უპირატესობების შესაბამისად.

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირებთან, სადაც აღნიშნული მოითხოვება ან დასაშვებია კანონით, მაგალითად: მარეგულირებელ ორგანოებთან; სახელმწიფო დეპარტამენტებთან; სახელმწიფო სააღსრულებო უწყებებთან მათ მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასაჯაროება აუცილებელი და თანაზომიერია იმისთვის, რათა თავიდან იქნეს არიდებული ფიზიკური ზიანი, ფინანსური ზარალი ან უკანონო ქმედების ან მისი ჩადენის საეჭვოობის გამოძიებასთან დაკავშირებით; ასევე ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ გერმანიაში ხარ, გაიგეთ მეტი…

თუ გერმანიაში ხართ, ასაკის შემოწმების მიზნით თქვენ შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ SCHUFA Holding AG AG, Kormoranweg 5, 65201 Wiesbaden., ტელ.: +49 611 92780. მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ამუშავებენ ისინი თქვენ შესახებ ინფორმაციას, იხილეთ მათი კონფიდენციალურობის შეტყობინება აქ.

თუ იაპონიაში ხარ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით იაპონიაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის Dentsu Tech Inc. („Dentsu”) იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, Philip Morris Japan Limited აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ Dentsu-სგან.

სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენ შესახებ?

როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს აფილირებულ პირებს და მომსახურების მომწოდებლებს. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი სტანდარტული ოპერაციების ნაწილი. როდესაც გადავცემთ თქვენს მონაცემებს საზღვარგარეთ, ჩვენ ვზღუდავთ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ მათთვის, ვინც ის უნდა ნახოს, დაამუშაოს თქვენი მონაცემები მონაცემთა დაცვის შიდა სტანდარტების შესაბამისად, დაიცავს ისინი სათანადოდ. ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მხოლოდ მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად. მონაცემთა გადაცემის დროს, ჩვენ მოვთხოვთ მიმღებ მხარეს შეინახოს თქვენი მონაცემები კონფიდენციალურად, წაშალოს ისინი, როდესაც აღარ არის საჭირო და იმოქმედოს ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების შესაბამისად. შესაბამისად, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ევროკავშირში, EEA-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში ან იაპონიაში, თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს სხვა ქვეყანაში.

აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად ინფორმაციის გამოყენებისას, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს, როგორც იმ ქვეყანაში სადაც ის შეგროვებულ იქნა, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ არსებობს ექვივალენტური მონაცემთა დაცვის სტანდარტები.

მაგალითად, PMI-ის აფილირებულმა პირებმა ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) შესაძლოა გადაცენ პერსონალური ინფორმაცია PMI-ის აფილირებულ პირებს ევროკავშირსა და EEA-ს გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემა იქნება:

გაერთიანებული სამეფოდან გადაცემისთვის, გაერთიანებული სამეფოს GDPR-ისდა ინფორმაციის კომისრის ოფისის მითითებების შესაბამისად.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებსა დატერიტორიებზე პერსონალური მონაცემები დაცული იქნება შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით.

ჩვენი სერვისის პროვაიდერები მდებარეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, და არა მხოლოდ EEA, შვეიცარიაში, აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ კრიპტოგრაფიას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?

ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიცაუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც შეგროვდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება მონაცემთა შენახვის ჩვენი შიდა სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია, თუ რა მიზნით მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის ან შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის გასვლის შემდეგ.

ძირითადად ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემებს ქვემოთ ცხრილში მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუ ეს პერიოდები ეწინააღმდეგება სამართლებრივ ვალდებულებებს, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისთვის, იმისთვის, რომ შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის შემდეგ, ჩვენ ასეთ დროს ვიყენებთ ამ დადგენილ ვადებს.

სახეობა

განმარტება/მონაცემთა შენახვის ტიპური კრიტერიუმები

პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს მარკეტინგის კომუნიკაციებს) (თუ თქვენ იყენებთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს და ხართ კონტაქტური)

თქვენი მარკეტინგის პროფილში მითითებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ინახება თქვენსა და ჩვენს შორის მარკეტინგული ურთიერთობის არსებობის განმავლობაში; მაგალითად, იქამდე სანამ თქვენ აგრძელებთ ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებას ან პასუხობთ ჩვენს კომუნიკაციებს. მიუხედავად ამისა, თქვენი მარკეტინგის პროფილის ზოგიერთი ელემენტი, ისეთი, როგორიც არის ჩანაწერების იმის შესახებ, თუ როგორი ინტერაქცია გვაქვს თქვენთან, ძველდება გარკვეული პერიოდის შემდეგ და შესაბამისად, ჩვენ ავტომატურად ვშლით მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ (როგორც წესი, 3 წლის შემდგომ) იმის მიხედვით, თუ რა მიზნით იქნა შეგროვებული აღნიშნული ინფორმაცია.

პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს მარკეტინგის კომუნიკაციებს) (თუ თქვენ აღარ გაქვთ კონტაქტი ჩვენთან)

აღნიშნული შემთხვევა იდენტურია ზემოთ მოცემულისა, მაგრამ თუ ჩვენ აღარ გვექნება კონტაქტი თქვენთან დიდი ხნის განმავლობაში (როგორც წესი 2 წლის განმავლობაში), ჩვენ შეწყვეტთ თქვენთან მარკეტინგულ კომუნიკაციებს და წავშლით თქვენს მოწერილი პასუხების ისტორიას. მაგალითად, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ აღარ დააკლიკავთ ღონისძიების მოწვევაზე, აღარ შეხვალთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილში ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აღარ დაეკონტაქტებით მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისს. ყოველივეს მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ გირჩევნიათ აღარ მიიღოთ კომუნიკაციები.

პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს მარკეტინგის კომუნიკაციებს) (თუ თქვენ არ ხართ კონტაქტური)

თუ თქვენ დარეგისტრირდით, რათა მიიღოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, მაგრამ თქვენ მიერ მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია არასწორია, ჩვენ დავიტოვებთ თქვენს მონაცემებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც როგორც წესი შეადგენს მხოლოდ 1 წელს, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება შეასწოროთ აღნიშნული მონაცემები.

პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს მარკეტინგის კომუნიკაციებს) (არასრული რეგისტრაცია)

თუ თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არ დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს (მაგალითად, თუ თქვენ არ დაასრულებთ ასაკის ვერიფიკაციის პროცედურას ან თქვენ არ დაეთანხმებით ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენების პირობებს), ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს მონაცემებს (იმისათვის რათა საშუალება მოგცეთ შემდგომ დაუბრუნდეთ და დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი) მხოლოდ 30 დღის მანძილზე, არასრული ინფორმაციის ტიპის გათვალისწინებით.

ბაზრის კვლევა

თუ თქვენ არ ხართ ჩვენთან დარეგისტრირებული სხვა მიზნებისათვის (მაგალითად, მარკეტინგული კომუნიკაციებისათვის, გარანტიებისათვის, მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისისათვის) და ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ შესახებ საჯაროდ მოცემულ ინფორმაციას იმისათვის რათა შევისწავლოთ ბაზარი და უკეთ გავიგოთ თქვენი უპირატესობები, ჩვენ დავიტოვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ მოკლე ხნის განმავლობაში რათა შევასრულო ბაზრის კვლევის კონკრეტული პუნქტი.

თუ ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ბაზრის კვლევის სხვა კონტექსტში, ჩვენ შევინახავთ ამ ინფორმაციას:

  • კონკრეტული ელემენტის ბაზრის კვლევის მიზნებისთვის გონივრულად საჭირო ვადით (როგორც წესი, არა უმეტეს 1 წელი); და
  • სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირების მიზნებისთვის მანამ, სანამ ჩვენ გვჭირდება ამის დემონსტრირება და ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ, მიღწეულია თუ არა ეს მიზანი, რათა განისაზღვროს, რამდენად კიდევ საჭიროა მისი შენახვა.

შესყიდვები, ერთგულების ტრანზაქციები და გარანტიები

თუ თქვენ შეისყიდით საქონელს ან შეასრულებთ ერთგულების ტრანზაქციას, ჩვენ დავიტოვებთ აღნიშნულთან დაკავშირებულ მონაცემებს იქამდე, სადამდეც აღნიშნული საჭიროა იმისათვის რათა შესრულდეს ნასყიდობა და ყოველივე შესაბამისობაში იყოს კანონისმიერ ვალდებულებებთან (მაგალითად, საგადასახადო, საბუღალტრო, სააღრიცხვო და თაღლითობის პრევენციის მიზნებისათვის). თუ თქვენ ასევე დარეგისტრირდებით მოწყობილობის გარანტიისთვის, ჩვენ დავიტოვებთ მონაცემებს იქამდე სანამ ისინი რელევანტური იქნება გარანტიისთვის.

მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუკავშირდებით მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისს, ჩვენ გავაკეთებთ ჩანაწერს საკითხთან დაკავშირებით (რაც მოიცავს ინფორმაციას თქვენს მოთხოვნაზე და ჩვენს პასუხებზე) და დავიტოვებთ აღნიშნულ ინფორმაციას იქამდე სანამ ის რელევანტური იქნება ჩვენს ურთიერთობაში, მაგალითად თუ თქვენ გსურთ, რომ გარანტიიდან გამომდინარე გამოგიცვალოთ მოწყობილობა ან თუ თქვენი წინა მოთხოვნები არის რელევანტური. დროებითი ჩანაწერები (მაგალითად, სატელეფონო საუბრის ავტომატური ჩანაწერი, რომელშიც თქვენ გვთხოვთ მიგითითოთ გზა საცალო გაყიდვის ობიექტამდე) შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დროებით და ისინი შესაძლოა იყოს რელევანტური მხოლოდ იქამდე სანამ არ გაკეთდება უფრო მეტად მუდმივი ჩანაწერები.

სისტემის კონტროლის ჩანაწერები და თაღლითობის პრევენცია

სისტემის კონტროლის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება 6 თვემდე ვადით სისტემის აღდგენის მიზნით და 10 წლამდე ვადით თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

ბიზნეს ანალიტიკა

ჩვენ ვინახავთ ბიზნესის ანალიზის მონაცემებს თქვენთან ჩვენი მარკეტინგული ურთიერთობის სრული პერიოდის განმავლობაში, როგორც ეს აღწერილია ზემოთ მოცემული ცხრილის პირველ სტრიქონში. თუმცა, მისი ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა მოწყობილობის გარკვეული ინფორმაცია (თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთვის მის გაზიარებას), ბუნებრივია, მოძველებული ხდება რაღაც პერიოდის შემდეგ, ამიტომ ჩვენ მათ ავტომატურად ვშლით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, რისთვისაც ისინი შევაგროვეთ.

მოწყობილობის მონაცემები

ჩვენ ვინახავთ თქვენი მოწყობილობიდან შეგროვებულ მონაცემებს (თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთვის მის გაზიარებას) სხვადასხვა ვადით, იმ მიზნების გათვალისწინებით, რისთვისაც მას ვიყენებთ:

ვპროდუქტის გაუმჯობესება: 5 წელი (ან ნაკლები, თუ თქვენ წაშლით მარკეტინგულ პროფილს)

  • ბიზნეს ანალიტიკა: 5 წელი (ან ნაკლები, თუ თქვენ წაშლით მარკეტინგულ პროფილს)
  • მოწყობილობის დიაგნოსტიკა და განახლება: წაიშლება სერვისის მიწოდებისთანავე
  • მომხმარებლის სამართლიანი მოპყრობის დემონსტრირება: 10 წელი

ასაკის შემოწმება

თქვენი ასაკის შესამოწმებლად ჩვენთვის გაგზავნილი ინფორმაცია წაიშლება, მაშინვე როგორც კი დასრულდება შემოწმების პროცესი. ჩვენ ამისთვის ვახორციელებთ რამდენიმე პროცესს და შენახვის ვადა დამოკიდებულია შესრულებული პროცესის თავისებურებაზე, რაც შეადგენს რამდენიმე წუთიდან ექვს თვემდე პერიოდს. ჩვენ ასევე ვინახავთ გარკვეულ დეტალებს განცალკევებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით - იხილეთ ზემოთ.

ასაკის ამოცნობა კომპიუტერული ანალიზის გამოყენებით (ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ)

თქვენი სურათი წაიშლება მყისიერად ანალიზის შემდეგ (ანალიზს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე წამი).

რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?

თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
  • მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
  • მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
  • უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა პორტაბელურობა შესაძლებლობა ზოგიერთ შემთხვევებში;
  • უარი განაცხადოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებით გამოყენებასთან მიმართებაში; და
  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზებსს, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება.

ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული push-შეტყობინებები, მაგალითად ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლია გააუქმოთ აღნიშნული შეტყობინებები თქვენი ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების შეტანით.

უფლებები რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ დამოკიდებულია თქვენი ქვეყნის კანონმდებლობაზე. თუ თქვენ იმყოფებით დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკური ზონაში, თქვენ ისარგებლებთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებებით. თუ თქვენ იმყოფებით სხვაგან, შეგიძლია დაგვიკავშირდეთ (იხილეთ პარაგრაფი „ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?“ ამ შეტყობინების ბოლოს) მეტი ინფორმაციის მისაღებად.

უფლებები ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში

შემდგომი მონაცემები (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში გამოიყენება გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები)

უფლება მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან

აღნიშნული წარმოადგენს დადასტურებას:

  • ვფლობთ თუ არა ჩვენ ინფორმაციას თქვენ შესახებ;
  • თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაციის დამუშავების მიზანი;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიები;
  • იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც ვუზიარებთ ინფორმაციას და რომლებიც არ არიან „ევროპული ეკონომიკური ზონის“ გარეთ და არ სარგებლობენ ევროკომისიის ადეკვატურობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დაცვის გარანტიები ინფორმაციის დავასთან დაკავშირებით;
  • (იმ შემთხვევაში თუ ამგვარი გაგვაჩნია) ინფორმაციის წყარო, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია არ იქნა შეგროვებული თქვენგან;
  • (იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ჩვენ განვახორციელებთ, რაც რაზეც ყურადღება გამახვილებული იყო თქვენს მიმართ) ავტომატური გადაწყვეტილების მიღების არსებობა, რაც მოიცავს პროფილების ანალიზს, რომელიც წარმოქმნის სამართლებრივ შედეგებს თქვენთან მიმართებაში ან მსგავსი გზით არსებითად გეხებათ თქვენ ასევე ინფორმაცია აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ ლოგიკასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაციის აღნიშნული გზით დამუშავების მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედგები; და
  • კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრას ხანგრძლივობას, რა პერიოდითაც ინფორმაცია შეინახება ჩვენ მიერ.
  • თქვენი მოთხოვნით, ჩვენ მოგაწვდით თქვენ შესახებ ინფორმაციის ასლს, რომელსაც ვიყენებთ (იმ პირობით, რომ ეს არ იმოქმედებს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე).

მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან განახლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია.

მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების გაზრდა, დავიწყების უფლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში თუ:

  • ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის გამოიყენებოდა;
  • ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე და თქვენ უკან გამოიხმეთ თქვენი თანხმობა (ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიმახსოვრებთ, რომ აღარ დაგეკონტაქტოთ, იქამდე სანამ თქვენ არ განგვიცხადებთ, რომ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის სრულად წაშლა და რა შემთხვევაშიც ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს);
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე და ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი გაპროტესტების შემდგომ ჩვენ აღარ გვაქვს უპირატესი ინტერესი ინფორმაციის გამოყენების გაგრძელებისათვის;
  • ინფორმაცია უკანონო იქნა მოპოვებული ან გამოყენებული; ან
  • ნაღნიშნული აუცილებელია სამართლებრივ ვალდებულებების შესასრულებლად.

მოგვთხოვოთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა

აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს ისეთ შემთხვევებში როდესაც თქვენ:

  • დაობთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის სისწორესთან მიმართებაში; ან
  • აპროტესტებთ ჩვენ მიერ ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით ინფორმაციის გამოყენებას
  • (იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისარგებლებთ მითითებული უფლებით ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ სანამ გადავწყვეტთ, რომ კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია).
  • მითითებული უფლება ასევე გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც:
  • ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოყენება არაკანონიერია და თქვენ აპროტესტებთ მონაცემების ამოშლას; ან
  • ვჩვენ აღარ გვესაჭიროება მონაცემები, მაგრამ თქვენ მოითხოვთ მათ რათა წამოიწყოთ სამართლებრივი დავა.

გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება

აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი უფლება:

(i) იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგისათვის: თქვენ შეგიძლიათ „უარი განაცხადოთ“ (უარის დასაბუთების გარეშე) და ჩვენ დავემორჩილებით თქვენს მოთხოვნას; და

(ii) თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა პირდაპირი მარკეტინგისა, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, ახსნათ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პროტესტს.

უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით

აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა პრეფერენციის ცენტრის გამოყენებით ჩვენს ერთ-ერთ აპლიკაციაში, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა შესაბამისი გადამრთველის გამორთვით).

მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში თუ:

(i) თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და

(ii) ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენს წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძვლით,

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად განხორციელებადია.

წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრეტენზია, ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, რომ ეს პირდაპირ მოგიგვაროთ ჩვენ ამ პრეტენზიით. საზედამხედველო ორგანოსთან დაკავშირებამდე, გთხოვთ, თავდაპირველად მოგვმართოთ ჩვენ ამ შეტყობინების დასაწყისში მითითებულ საკონტაქტო დეტალების საშუალებით.

თუ გსურთ დაუკავშირდეთ სამეთვალყურეო ორგანოს, საკონტაქტო დეტალებია:

  • ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონისთვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც ეს მითითებულია ევროპის ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით. თუ ვერ გარკვეულხართ რომელია თქვენი იურისდიქციის ზედამხედველობის ორგანო, დაგვიკავშირდით ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დეტალების გამოყენებით.
  • გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო კომისრის ოფისს ამ ბმულის საშუალებით.
  • სხვა ქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ თქვენი ქვეყნის უფლებამოსილი პირის ვებ-გვერდს.

თუ ვერ გარკვეულხართ რომელია თქვენი იურისდიქციის ზედამხედველობის ორგანო, დაგვიკავშირდით ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დეტალების გამოყენებით.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ თქვენ იმყოფებით ავსტრალიაში, შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:

  • თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (თუ ეს შესაძლებელია) მოგაწოდოთ ინფორმაცია, პროდუქტები ან მომსახურებები, რომლებსაც ითხოვთ; და
  • ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ხელმისაწვდომია აქ) განმარტავს: (i) როგორ შეგიძლიათ წვდომა და პერსონალური ინფორმაციის კორექცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ; (ii) როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ პრეტენზია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას; და (iii) როგორ განვიხილავთ ნებისმიერ პრეტენზიას.

თუ საფრანგეთში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუთქვენ ხართ საფრანგეთში, თქვენ უფლება გაქვთ მოგვცეთ მითითებები თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენ შესახებ დაცულ ინფორმაციასთან მიმართებაში (კონკრეტულად, მითითებები იმის შესახებ უნდა დარჩეს თუ წაიშალოს ინფორმაცია თქვენ შესახებ და უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვებს უფლება იხილონ ეს ინფორმაცია). თქვენ შეგიძლიათ:

  • მისცეთ ზოგადი მითითება ციფრული მომსახურების პროვაიდერს, რომელიც რეგისტრირებულია საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებაში (რომელსაც ეწოდება „CNIL“) (აღნიშნული მითითება მიემართება თქვენ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას); ან
  • მოგვცეთ სპეციალური მითითება, რომელიც ეხება მხოლოდ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებას.
  • თქვენი მითითებამ შესაძლოა დაგვავალდებულოს გადავცეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირს (მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სხვა პირების შესახებ, ჩვენ ასევე გაგვაჩნია ვალდებულება დავიცვათ მათი პირადი მონაცემები რაც შესაბამისაც ნიშნავს იმას, რომ ან ნაწილში ჩვენ ვერ შევასრულებთ თქვენს მითითებებს). თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ მესამე პირი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მითითებები ზედმიწევნით სრულდება. თუ აღნიშნული მიზნისთვის თქვენ არ დანიშნავთ მესამე პირს, თქვენი მემკვიდრეები უფლებამოსილები იქნებიან (თუ აღნიშნულს სხვაგვარად არ განსაზღვრავთ თქვენს მითითებებში) თქვენი გარდაცვალების შემდეგ განახორციელონ თქვენი უფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

თქვენი სამკვიდროს მართვის მიზნით (რა შემთხვევაშიც თქვენი მემკვიდრეებს ექნებათ წვდომა თქვენ შესახებ ინფორმაციაზე, რათა განსაზღვრონ და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს თქვენი სამკვიდროს, მათ შორის ნებისმიერ ციფრული საქონლის ან მონაცემის მართვისათვის და რაც შეიძლება აღქმული იყოს როგორც მემკვიდრეებზე გადასაცემი საოჯახო მოგონება); და

რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომმხარეები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ, გაითვალისწინებენ თქვენს გარდაცვალებას (რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის დახურვას და თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებისა და განახლების შეზღუდვას).

  • თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ან გამოიხმოთ გაცემული მითითება. თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენ შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ 1978 წლის 6 იანვრის 78-17 კანონის 40-1 მუხლი. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, სტანდარტულად, თქვენ შეწყვეტთ თქვენი ანგარიშის გამოყენებას და ჩვენ წავშლით ინფორმაციას თქვენ შესახებ ინფორმაციის დატოვების შესახებ წესების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პარაგრაფი „რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?“).

თუ ფილიპინებში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ ფილიპინებში ხართ, ამ შეტყობინებაში მითითებული უფლებების გარდა, შეიძლება გქონდეთ დამატებითი უფლებები ფილიპინების მონაცემთა კონფიდენციალურობის აქტის და მისი განმახორციელებელი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის ეროვნული კონფიდენციალურობის კომისიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ოფისის რეკომენდაცია No. 2018-031.

ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირის და მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები ამ შეტყობინების ზედა ნაწილში. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.

თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან საკითხთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირი“ ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება ეროვნული სასამართლოში.

ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში

ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული კონფიდენციალურიბის შეტყობინება ). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.

ბოლო ცვლილება განხორციელდა 18 ივლისი 2022.