ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ“-ის წევრი. ჩვენი პირადი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) გადმოგეცემათ განცალკევებით, მას შემდეგ რაც შევაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, მაგალითად, აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებამდე.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?
ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მრავალი სხვადასხვა გზის გამოყენებით.
- შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ფორმის შევსების გზით ან სატელეფონო ზარის განხორციელების გზით).
- ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია (მაგ. როდესაც თქვენ იყენებთ „პი.ემ.აი“-ს აპლიკაციას ან ვებ-გვერდს).
- ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. სოციალურ მედია პლატფორმებზე, ისეთი როგორიც არის „LinkedIn”-ზე „Facebook“-ზე ან „Twitter“-ზე არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია).
აღნიშნული შეტყობინებით ყველა ის საშუალება, რომლითაც თქვენ შემხებლობში ხართ ჩვენთან მოხსენიებული იქნება როგორც „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“. „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“ მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგალითად, „პი.ემ.აი“-ს ოფისები, საცალო გაყიდვები და ღონისძიებები) ასევე ციფრულ (მაგალითად, ელექტრონული ფოსტის კორესპონდენცია, აპლიკაციები და ვებ-გვერდები) ურთიერთობას.
რომელ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?
ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენს შესახებ:
- აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ და ვმართოთ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან, თქვენს დამსაქმებელთან ან წარმომადგენელთან
- ინფორმაცია, რაც აუცილებელია ვაჭრობისთვის, „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული რჩევის მისაცემად (მაგალითად, თქვენი შეკვეთის შესასრულებლად)
- ინფორმაცია, რაც აუცილებელია „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებისა და მომსახურების მხარდასაჭერად, ან საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად
- ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ, რაც ეხება ჩვენს მომხმარებლებს, „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებს, ან ჩვენ (მაგ. მომხმარებლის დარეგისტრირება ჩვენს მონაცემთა ბაზებში გასაწევრიანებლად, საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა, “პი.ემ.აი“-ს პროდუქტების და საცალო ობიექტებისმასალების წარმოდგენა, ა.შ.)
- ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ხელშეკრულებით, ფორმების ან გამოკითხვების შევსებით ან ციფრულ „შეხების წერტილებზე“ ურთიერთქმედებით
- ინფორმაცია ჩვენს ოფისში, გაყიდვის ობიექტსა და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ
- ინფორმაცია, რომელსაც ქოლ-ცენტრთან დაკავშირების შედეგად გვაწვდით (როგორიცაა სატელეფონო ზარები, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.)
- ინფორმაცია თქვენი პრეფერენციებისა და ინტერესების შესახებ
- ინფორმაცია, რაც აუცილებელია, რათა საჭიროების შემთხვევაში დავადასტუროთ თქვენი ასაკი, ვინაობა და თქვენი დამსაქმებლის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.
რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?
აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო განცხადება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
- რათა შესაბამისობაში ვიყოთ რეგულატორის ისეთ მოთხოვნებთან, როგორიცაა თქვენი ასაკის, ვინაობის, საცალო მოვაჭრის სტატუსის დადასტურება, „იცოდე შენი მომწოდებლის“ შემოწმებების უზრუნველყოფა და თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა.
- კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის, როგორიცაა თქვენი მონაცემების შენახვა და გამოყენება ნებისმიერ მოსალოდნელ დავასთან დაკავშირებით, ჩვენი იურისტებისა და სხვა მრჩეველებისაგან რჩევის მიღების მიზნით.
- რათა მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც მოიცავს თქვენი შეკვეთების შესრულებასა და გადახდების მიღებას;
- რათა მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას;
- იმისთვის, რომ შეგატყობინოთ სიახლეები, რეკლამები, ღონისძიებები და ვმართოთ ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული ასპექტები, მათ შორის ერთგულების პროგრამები, რაც დაგეხმარებათ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის თავიანთ ანგარიშებთანდა (კანონმდებლობით დასაშვებ შემთხვევებში) ერთგულების პროგრამების ადმინისტრირებასთან, პროდუქციის გაუმჯობესებასთან, ბაზრის კვლევასა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან დაკავშირებით დახმარების გაწევაში; ადმინისტრირება გავუწიოთ მარკეტინგულ კამპანიებს და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება „პი.ემ.აი-ს პროდუქციის“ გამყიდველ გაყიდვის ობიექტებთან მიმართებაში;
- რათა დავარეგისტრიროთ სრულწლოვანი მომხმარებლები ჩვენს მონაცემთა ბაზებში, მაგალითად იმისათვის, რომ გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია;
- რათა უზრუნველვყოთ ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი მიზანი, მათ შორის უზრუნველვყოთ თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის პროფილის მართვა, შესაძლებლობა მოგცეთ გამოიყენოთ ციფრული „შეხების წერტილები“ და (სადაც ეს დასაშვებია) გავყიდოთ, რეკლამირებადა დისტრიბუცია გავუწიოთ „პი.ემ.აი-ს პროდუქციას“ (ან ხელი შევუწყოთ აღნიშნულ აქტივობებს), გვქონდეს მიმოწერა თქვენთან, თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი ციფრული „შეხების წერტილების“ გამოცდილება, გავუწიოთ მათ ადმინისტრირება და გამოვასწოროთ ტექნიკური გაუმართაობები, ზოგადად ვაწარმოოთ ჩანაწერები და უზრუნველვყოთ თქვენი წვდომა ნებისმიერ სისტემასთან, რომელთანაც უფლება მოგეცით რომ გქონოდათ წვდომა;
- ბიზნეს ანალიზისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის „პი.ემ.აი-ს პროდუქტების“, გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის ასევე ინფორმაცია რომელსაც ჩვენ (ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს და მიმწოდებლებს;
- რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ „პი.ემ.აი-ს პროდუქტების“ მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;
- სხვა მიზნებისათვის, რომელთა შესახებაც თქვენ შეგატყობინებენ ან ისინი ნათელი იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც მოხდება თქვენს შესახებ ინფორმაციის პირველადი შეგროვება.
თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგთაგან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება „გაიგე მეტი“-ს განყოფილებაში):
- იმ სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე;
- იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომლის მხარესაც წარმოადგენთ თქვენ;
- ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, რომელსაც არ აღემატება ინფორმაციის დაცვის თქვენი ინტერესი;
- იმ შემთხვევაში თუ არცერთი ზემოხსენებული არ ვრცელდება, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელიც მოთხოვნილი იქნება მანამ სანამ ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას).
ვისთან ვაზიარებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:
- „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“;
- მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებს“ ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, პროფესიონალი მრჩეველები, გადახდის მომსახურების პროვაიდერები, მიმწოდებლები, აუდიტორები და საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები);
- „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირების“ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის დამკვეთი პირები (ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროებში ან მათ გამოსახულებასა და სტილთან დაკავშირებით), იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება ისეთი შეთავაზებების გასაკეთებლად, რომლებიც მათი აზრით დაგაინტერესებთ თქვენი სავაჭრო პროგრამების, განათლების მასალებისა და ტრენინგის პრეფერენციების გათვალისწინებით; და
- სხვა მესამე პირებს, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით (ისეთები როგორებიც არიან რეგულატორები, სახელმწიფო დეპარტამენტები და პროფესიონალი მრჩეველები).
სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენს შესახებ?
როგორც სხვა ნებისმიერი მულტი ნაციონალური ორგანიზაციის შემთხვევაში „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“, გადაცემენ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით (იმ შემთხვევაში თუ თქვენს შესახებ ინფორმაცია მოგროვებულია „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იყოს მის საზღვრებს გარეთ).
როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?
ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ კრიპტოგრაფიას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ?
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იქამდე სადამდეც აღნიშნული აუცილებელი იქნება იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნითაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რა მიზნითაც მოხდა ინფომრაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის.
რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?
თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენს მიერ თქვენს შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:
- მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
- მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
- მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
- გააპროტესტოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
- უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა ზოგიერთ შემთხვევებში;
- უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებასთან მიმართებაში; და
- წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზას, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება ან გამოიყენოთ საკონტაქტო ინფორმაცია რომელიც მოცემულია პარაგრაფ „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?“-ის ბოლოს.
ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული „ფუშ“ შეტყობინება, მაგალითად ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლია გააუქმოთ აღნიშნული შეტყობინებები თქვენი მობილური აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების გაკეთებით.
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები:
იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.
ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფელირებული პირის“ და მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო მონაცემები აქ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება „პი.ემ.აი.-ს აფელირებული პირის“ მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.
თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის ან საკითხის შემთხვევაში. თუ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფელირებული პირი“ ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.
ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში
ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული პირადი მონაცემების შესახებ შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ იმ შემთხვევებში თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით.
საბოლოო ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 27 მარტს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ.